ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ შუა ამაღლებაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. უდაბნოს მონასტერთან მისასვლელ გზაზე ჩატარდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო საპიკნიკე და საპარკინგე ზონები.
„ტურიზმის განვითარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მიხარია, რომ ამ მხრივ ჩვენს რეგიონში არაერთი ახალი პროექტი ხორციელდება.“- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე.
პროექტის ღირებულება 1 067 419 ლარია და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტი განახორციელა შპს “ახალმშენმა”.