დავით შარაშიძემ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

12/10/2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, დაბის მაჟორიტარ დეპუტატთან ჯუმბერ ბერძენიშვილთან, ინსპექტირების ჯგუფთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაბის ტერიტორიაზე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. დასრულდა ნინოშვილის ქუჩის I ჩიხის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამაც 95 000 ლარი შეადგინა.
პროექტი განხორციელდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდიდან.
სამუშაოები შეასრულა შპს „ახალმშენმა“. მიმდინარეობს გურიის ქუჩა N1-ში მრავალბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია და შენობის მიმდებარედ სარინელისა და ბეტონის საფარის მოწყობა. პროექტის ღირებულება 158 000 ლარია. დუმბაძის ქუჩის შესახვევში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან, დაწყებულია გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობა, ასფალტობეტონით მოწყობის სამუშაოები დაგეგმილია ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზეც. პროექტის ჯამური ღირებულება 66 000 ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0