დავით ფარცვანია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

12/12/2019

სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლის პროექტი წარუდგინა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ახალი პროექტი 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა აძლევს სხვადასხვა მიმართულებებით განათლება მიიღონ და უცხოეთსა და საქართველოში ცნობილი ექსპერტების ლექცია-სემინარებს დაესწრონ, სკოლის ფარგლებში ექსკურსიები და გასვლითი ტურებიც გაიმართება. ლექცია-სემინარები ჩატარდება საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო გამოსვლების, დებატების ხელოვნების, ტურიზმის და აგრო-ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით. დაინტერესებულმა პირებმა ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ 2019 წლის 1-დან 20 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე szs.gov.ge@gmail.com
მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. რეგიონის მასშტაბით შეირჩევა 60 ახალგაზრდა, პროგრამა 6 თვიანია. პროექტი ხორციელდება კერძო ბიზნესის მხარდაჭერით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0