დავით ფარცვანია, კენკროვანი კულტურების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს შეხვდა

04/10/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, კენკროვანი კულტურების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა ფერმერებს იმ სახელმწიფო პროგრამებსა და გრანტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.
პროგრამა “დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ლურჯ მოცვი, მაყვალი და ჟოლო უფასოდ გააშენონ. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებისა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს. ბაღების მოცულობა არ უნდა იყოს 0.5 ჰექტარზე მეტი.
პროექტი მონაწილე პირებს კენკროვანი კულტურის აგროტექნოლოგიის საკითხებში ორი დღეა ტრეინინგები უტარდებათ. სწავლებებს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის კონსულტანტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ლალი გოგინავა ატარებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი გიორგი ქვარაია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0