დავით უსუფაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს უმასპინძლა

13/09/2016

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრებს საქმიან სადილზე უმასპინძლა.
მხარეებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო პერიოდზე, მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ხაზი გაუსვეს, რომ საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრები შეხვედრებს გამართავენ: საქართველოს პარლამენტის ფრაქციების წარმომადგენლებთან; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან; შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0