დავით უსუფაშვილმა დღევანდელი განცხადებით პრეტენზია გამოაცხადა ევროატლანტიკური მიზნის ექსკლუზიურობაზე

12/08/2016

დავით უსუფაშვილმა პასუხი გასცეს კითხვას, კონსტიტუციის მიღმა აყენებს ადამიანთა თუნდაც იმ მცირე ჯგუფს, ვინც ევროინტეგრაციას მხარს არ უჭერს?, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის საკონსტიტუციო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა. თავად ვოლსკი დღეს უპასუხოდ ტოვებს კითხვას, ის და მისი ფრაქციის წევრები მოაწერენ თუ არა ხელს დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რაც აუცილებელი პროცედურაა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე “ქართული ოცნება“ ძალიან მყარად დგას და ამ მიმართულებით “ორი აზრი არ არსებობს“.

“ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკური ნიშა “ქართულ ოცნებას“ ძალიან მყარად უკავია და ამ პოლიტიკას საკმაოდ ინტენსიურად და შედეგენიად ახორციელებს. ეს სახეზეა, თუნდაც იმით, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრები ვართ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ახლო და მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციასთან. ეს არის ფაქტი. დავით უსუფაშვილმა დღევანდელი განცხადებით გააკეთა ის, რომ პრეტენზია გამოაცხადა ამ მიზნის ექსკლუზიურობაზე, რაშიც მას ვერ დავეთანხმები, რადგან “ქართულ ოცნებას“ თავისი მინისტრთა კაბინეტით ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, რომლის ჩამოსათვლელად დრო არ გვეყოფა. გარდა ამისა, გავიხსენოთ პერიოდი, როცა ანალოგიურ ინიციატივას “ნაციონალური მოძრაობა“ აყენებდა. დავით უსუფაშვილმა მთავარ შეკითხვას გასცეს პასუხი: – აქ საუბარი არ არის გოგი თოფაძესა და ნინო ბურჯანაძეზე. ადამიანთა ჯგუფი, ის არის მცირე თუ ბევრი, არის 15 თუ 20 პროცენტი, ევროინტეგრაციას მხარს არ უჭერს. უსუფაშვილმა უნდა გასცეს პასუხი, ამ ხალხს კონსტიტუციის მიღმა აყენებს? არაკონსტიტუციურად ახასიათებს თუნდაც ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა გარკვეულ ჯგუფს და მათ მოსაზრებებს?! წყალგამყოფი ჩვენსა და იმ პარტიებს შორის, რომელთაც პრიორიტეტად ევრაზიული ინტეგრაცია მიაჩნია, ისედაც დაფიქსირებულია და ძალიან მყარად არის დაფიქსირებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ქვეყნის “უბლოკო სტატუსის“ შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივის, ვოლსკი ამბობს, რომ ეს არამართებული ინიციატივაა.

“უბლოკო სტატუსი პოლიტიკურად გაუმართავი და არარეალისტური მოსაზრებაა, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ამასთან დაკავშირებით დამყარებულია ძალიან ღრმა და პროფესიონალურ ანალიზზე. რასაკვირველია, ნინო ბურჯანაძის ამ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0