პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების არარეზიდენტ ელჩთან, იასიმ მოჰამად მუბარაკ აბდულა ალ ქასიმთან (რეზიდენციით ერევანი) გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყნას შორის ურთიერთობები სასურველი დინამიკით ვითარდება, თუმცა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის ტურიზმის მიმართულებაზე. აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება, რასაც ივლისში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წამყვანი ბიზნეს ჯგუფის მიერ თბილისში გახსნილი სასატუმრო „ბილტმორ თბილისი“ მოწმობს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია ერთმანეთისთვის სასარგებლო პარტნიორები იყვენენ სხვადასხვა მიმართულებით, რადგან საქართველოსაც და არაბთა გაერთიანებული საამიროებსაც ერთი მიზანი აქვთ: ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა.
პარლამენტის თავმჯდომარემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩმა მიმოიხილეს საქართველო-რუსეთ შორის ურთიერთობები და ამ მიმართულებით არსებული ვითარება.
მხარეებმა ასევე, ისაუბრეს ორივე ქვეყნის დედაქალაქებში დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნის პერსპექტივებზე.
პარლამენტის თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების არარეზიდენტ ელჩს, იასიმ მოჰამად მუბარაკ აბდულა ალ ქასიმს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
დავით უსუფაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების არარეზიდენტ ელჩს შეხვდა
13/09/2016