საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 144-ე სესიას ესწრება. სესიის ფარგლებში, დავით სერგეენკო შეხვდა უნგრელ კოლეგას, რომელთანაც განიხილა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გეგმები. ასევე, მათ ისაუბრეს მიმდინარე წლის ივნისში ონკოლოგიის მიმართულებით პარტნიორობის შესახებ დაგეგმილი რეგიონალური მინისტერიალის საკითხებზე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი 2017 წელს აირჩიეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად და იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს გლობალური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებულ მსჯელობაში.
დავით სერგეენკო უნგრელ კოლეგას შეხვდა
25/01/2019