შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა. ეს იყო ახალი ელჩის პირველი სამუშაო ვიზიტი ჯანდაცვის მინისტთან. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.
დავით სერგეენკო საფრანგეთის ელჩს შეხვდა
27/04/2016