შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის უროლოგიის საბჭოს მოქმედ პრეზიდენტ იან ნავროცკისა და აღმასრულებელ დირექტორს, ვილმა გიტმალს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში უროლოგიის სწავლებისა და სერტიფიცირების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი, მისი გაუმჯობესების გზებსა და ამ მიმართულებით, განსახორციელებელ ღონისძიებებზე გაამახვილეს. შეხვედრას ევროპის უროლოგიის საბჭოს საგამოცდო კომიტეტის წევრი არჩილ ჩხოტუა და აკრედიტაციის კომიტეტის წევრი გიორგი მანაგაძე ესწრებოდნენ.
საქართველოს უროლოგთა ასოციაცია სხვადასხვა ქვეყნიდან, 50-მდე დელეგატის მონაწილეობით, ევროპის უროლოგიის საბჭოს გასვლით სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში ევროპის საბჭოს საგამოცდო, აკრედიტაციისა და სერტიფიკაციის კომიტეტებში სამუშაო შეხვედრები გაიმართება. დასკვნით ნაწილში კი, ევროპის უროლოგიის საბჭოს გენერალური ასამბლეა ორდღიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებს.
დავით სერგეენკო ევროპის უროლოგიის საბჭოს მოქმედ პრეზიდენტ იან ნავროცკისა და აღმასრულებელ დირექტორს, ვილმა გიტმალს შეხვდა
05/10/2017