დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინიაციის პროგრამასთან დაკავშირებული თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრა

18/03/2016

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, შეერთებულ შტატებში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინიაციის პროგრამასთან დაკავშირებული თანამშრომლობის გაგრძელებაზე ისაუბრა კომპანია გილეადის ხელმძღვანელებთან. შეხვედრას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. უკვე გადაწყვეტილია პროგრამაში უფრო მეტი პაციენტის ჩართვა. გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამერიკულ მხარესთან ერთად იწყებს სპეციალური ღონისძიებების გატარებას, რომელიც პაციენტთა მკურნალობის შემდეგ, დაავადების პრევენციასთან და ახალი შემთხვევების თავიდან აცილებასთან იქნება დაკავშირებული. ვაშინგტონში ყოფნის დროს დავით სერგეენკოს შეხვედრა ჰქონდა ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთანაც. დეპარტამენტის დელეგაცია თბილისში სავარაუდოდ ზაფხულში ჩამოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0