დავით სერგეენკომ, რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერა

12/05/2019

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციამ ზუგდიდში, რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა დაათვალიერეს. კლინიკაში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამუშაოები დაასრულა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე ობიექტის გადაცემა. კომპლექსი შედგება 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის დამხმარე შენობა-ნაგებობებისგან. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ცენტრი გათვლილია 220 საწოლზე. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები მოეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0