დავით საგანელიძემ მარნეულში სადემონსტრაციო სათბურები დაათვალიერა

31/03/2017

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მარნეულში ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მშენებარე სადემონსტრაციო სათბურები დაათვალიერა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ძი იენ ჩი და ელჩის მრჩეველი ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში ბ-ნი ვანგ ლიენფო და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. სადემონსტრაციო სათბურები მარნეულის რაიონში 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მდებარეობს, სადაც უკვე გამოჰყავთ ადგილობრივი და ჩინური ბოსტნეულის საცდელი ჯიშები. სათბურების პროექტი დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მიერ და ადგილზე ახოციელებს ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონ იუანს შეადგენს. ჩინეთის მხარემ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სურვილი გამოთქვა პროექტის განვითარების შემდგომ ეტაპებზე საპარტნიორო ფონდის ჩართულობის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0