საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და აკდენიზის უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის გამართულ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დავით საგანელიძე შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის სტატუსით იმყოფებოდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აკდენიზის უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ისმაილ ბოზთოსუნი ცნობილი ბიზნესმენი, „AYDOGAN A.S.“ -ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ფაჰრეთთინ ქერიმ აიდოღანი ეწვივნენ. სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სტუმრები დაინტერესდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიური პროცესით, საერთაშორისო ურთიერთობებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებული ონკოლოგიური დეპარტამენტით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რადიოთერაპიის განვითარებას საქართველოში და ამ მხრივ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას.
დავით საგანელიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და აკდენიზის უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის გამართულ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
27/03/2017