დავით რაქვიაშვილი ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მადლობას უხდის

23/08/2017

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილე პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობას უხდის.
– „ქართველმა ჯარისკაცებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი სახით საქართველოს ჰყავს ერთგული შვილები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი სირთულის ამოცანის შესასრულებლად, როგორც საომარი მოქმედებების, ასევე ბუნებრივი კატასტროფების დროს.
შეირაღებული ძალების ჩართვა ატენის ხეობაში ხანძრის ქრობის პროცესში კრიტიკულ დროს მოხდა, როდესაც ქვეყნის ძირითადი ძალები სტიქიას ბორჯომში ებრძოდნენ. ატენის ხეობაში, ურთულეს რელიეფზე ჩატარებული ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაცია ჩვენი სამხედროების უმაღლეს პროფესიონალიზმსა და მომზადებაზე მეტყველებს.
მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ოპერაციის ყველა მონაწილეს – ჯარისკაცებს და მათ მეთაურებს, სწრაფი და ეფექტური მოქმედებისთვის.
ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ ზუსტი და დროული რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციაზე.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0