მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ კომპანია GWP-ის გენერალურ დირექტორთან, ირაკლი ბაბუხადიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები. მხარეებმა სხვადასხვა პრიორიტეტული თემა განიხილეს. მათ შორის საუბარი შეეხო სანიტარული დაცვის ზონასა და მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, არსებულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებს. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლებმა საუბრისას ყურადღება გაამახვილეს სამომავლოდ დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებსა და მათი ეფექტიანად განხორციელების საშუალებებზე. შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
დავით ნოზაძე კომპანია GWP-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა
13/05/2022