დავით ნოზაძემ სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა კომპანია „მშენექსპერტის“ წარმომადგენლებთან

23/02/2021

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა კომპანია „მშენექსპერტის“ წარმომადგენლებთან. აუდიენცია მხარეებს შორის გაცნობითი ხასიათის იყო, შეხვედრას რეგიონის რწმუნებულის პირველი მოადგილე მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე და გოჩა ქავთარაძე ესწრებოდნენ. დავით ნოზაძემ „მშენექსპერტის“ ხელმძღვანელებისგან პირადად მოისმინა თუ როგორ მიმდინარეობს რეგიონში სხვადასხვა პროექტების განხორციელება და როგორ ასრულებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს პრობლემურ პროექტებზე და მისი გამოსწორების გზებზე. რწმუნებულმა კომპანიას, რომელიც ტენდერში გამარჯვებულია და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ზედამხედველობა ევალება მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გავმართე კომპანიასთან, რომელსაც ძალიან დიდი პასუხიმგებლობა აკისრია რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. მათ აქვთ ვალდებულება აწარმოონ მონიტორინგი, გამოავლინონ ხარვეზები და მოახდინონ დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში. კომპანიის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტებში პროექტების უმრავლესობა წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა არის ობიექტები, სადაც ხარვეზებია და გამოსწორებას საჭიროებს,“- განაცხადა დავით ნოზაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0