დავით ნოზაძემ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

08/11/2022

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დავით ნოზაძის ხელმძღვანელობით, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხს შეეხებოდა. მათ შორის განიხილეს რეგიონის მასშტაბით ახლად დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურული, სპორტული და სოციალური მიმართულების აქტივობები, ასევე, იმსჯელეს არსებულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა საუბრისას ყურადღება პრობლემურ საკითხებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი დროულად გადაჭრის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი ზომები, არსებული პირობებიდან და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მიიღოს. ამასთან, დავით ნოზაძემ ხაზი გაუსვა მიმდინარე სამუშაოების დროულად და ხარისხიანად დასრულების მნიშვნელობას, ხოლო მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს უკვე განხორციელებული პროექტებისათვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციაში სისტემატურად იმართება, აგრეთვე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი ჩიფჩიური, გიორგი კაპანაძე და გოჩა ქავთარაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0