დავით ნოზაძემ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

10/05/2023

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, დავით ნოზაძის ხელმძღვანელობით, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა დეტალურად განიხილეს ახლადდასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ის სამუშაოები, რომლებიც მიზნად წყალმომარაგების სისტემის, გზებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ისახავს. ასევე, საუბარი შეეხო კულტურული, სპორტული და სოციალური მიმართულების აქტივობებსა და ამ კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს. გარდა ამისა, ხაზი გაესვა რეგიონის მასშტაბით არსებულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წარმატებით შესრულებული არაერთი პროექტის მიუხედავად, პრობლემური საკითხები კვლავ რჩება, ხოლო მათი აღმოფხვრა პრიორიტეტულია. შესაბამისად, სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, კოორდინირებული მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება. აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას, რომელიც სამხარეო ადმინისტრაციაში სისტემატურად იმართება, აგრეთვე, ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – გიორგი ჩიფჩიური, გიორგი კაპანაძე და გოჩა ქავთარაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0