დავით ნოზაძემ რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა

03/03/2023

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე მრავალშვილიან დედას დედის დღე პირადად მიულოცა. რეგიონის ხელმძღვანელი პირი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად, სოფელ ზარიძეებში იმყოფებოდა, სადაც მრავალშვილიან დედებს ესტუმრა და თარიღთან დაკავშირებით, მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

“დედობა ფასდაუდებელი საქმეა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მისია და უდიდესი ბედნიერება, რომელსაც თან ახლავს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენი სამშობლო ყოველთვის დედების გმირობასა და თავდადებაზე იდგა. ახლაც ასეა. სწორედ დედები, მათი სიმტკიცე და გამძლეობაა იმ ძლიერი ოჯახების საყრდენი, რომლებიც საამაყო თაობებს ზრდიან. მადლობას გიხდით ამ ყველაფრისათვის და გილოცავთ თითოეულ თქვენგანს დღევანდელ დღეს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და რაც ყველაზე მთავარია, შვილების ბედნიერ, ნათელ მომავალს,” – აღნიშნა დავით ნოზაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0