დავით ნოზაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა

01/12/2021

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ ახალი მოადგილეები წარადგინა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა. ამიერიდან, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტს გიორგი ჩიფჩიური დაიკავებს. მას საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, მხარის პირველი პირის მოადგილედ დაინიშნა გიორგი კაპანაძე, რომელიც 2017-2021 წლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს იკავებდა.
გიორგი ჩიფჩიურთან და გიორგი კაპანაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კვლავ იქნება გოჩა ქავთარაძე. ის ამ თანამდებობას 2020 წლიდან იკავებს. შეხვედრის ფარგლებში დავით ნოზაძემ მოადგილეებსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
თავის მხრივ კი, გიორგი ჩიფჩიურმა, გიორგი კაპანაძემ და გოჩა ქავთარაძემ მხარის პირველ პირს გამოცხადებული ნდობისათვის მადლობა გადაუხადეს და აქტიური მუშაობისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0