თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საფრანგეთის ახალ ელჩთან საქართველოში პასკალ მენიესთან და ატაშესთან ეკონომიკურ საკითხებში, ლუი ტულორჟთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და საფრანგეთის ქალაქებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ისაუბრეს ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ თბილისი მჭიდროდ თანამშრომლობს საფრანგეთის ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქ ნანტთან და პარიზთან, რომელიც საქართველოს დედაქალაქის პარტნიორი ქალაქია, ასევე, ქალაქ ბორდოსთან და სტრასბურგთან. გამოითქვა სურვილი, სამომავლოდ კავშირების გაღრმავებისა და გამოცდილებების გაზიარების შესახებ.