დავით ნარმანია მოსახლეობას შეხვდა

01/08/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ნუცუბიძის #221-ის I, II, III და IV კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა. მისამართზე უკვე დასრულდა საყრდენი კედლის მშენებლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0