დავით ნარმანია ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა

10/07/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პრეზიდენტ ფოლკერ ლინევებერს და ვიცე–პრეზიდენტ ასტრიდ ფელნერს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი, ქართულ – გერმანული სამაგისტრო პროგრამის შექმნაზე ისაუბრეს.
დავით ნარმანიას თქმით, მსგავსი გამოცდილება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორ გერმანულ უნივერსიტეტთან უკვე აქვს. ზაარბრიუკენთან სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა, კი საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ქართველი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.
ერთობლივი პროგრამის შექმნის მზადყოფნა გამოთქვა გერმანულმა მხარემაც. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, იგეგმება ორმხრივი თანამშრომლობა.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ზაარბიუკენში 10 ივლისს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0