თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, ალილოს მსვლელობას შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი, ტკბილეულის კალათები გადასცა.
„მოკრძალებული წვლილი გვინდა შევიტანოთ იმ საქმეში, რასაც ალილოს მსვლელობა ემსახურება, დავეხმაროთ პატარებსა და მოხუცებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება ტრადიცია, რადგან ალილო არის სახალხო დღესასწაული, რომელშიც წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობას. და ჩვენც, საკრებულოს წევრებთან ერთად, უკვე მეორე წელია, ვუერთდებით მას.“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.