დავით ზალკალიანი შეხვდა ლიბიიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს

19/12/2019

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ლიბიიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს, რომლებიც საგარეო უწყების მიერ, საზღვაო ადმინისტრაციასთან კოორდინირებით გატარებული კომპლექსური სამუშაოების შედეგად დღეს დაბრუნდნენ საქართველოში.

„მინდა იცოდეთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვიყენებდით ყველა არსებულ რესურს, რომ მაქსიმალურად სწრაფად და დროულად მომხდარიყო თქვენი გათავისუფლება და თქვენ ოჯახებთან დაბრუნება“. როგორც ზალკალიანმა განაცხადა იგი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივ კომუნიკაციაში იყო თავის ლიბიელ კოლეგასთან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს და ყველა შესაძლო ფორმატს იყენებდა იმისათვის, რომ ქართველი მეზღვაურების საკითხი დადებითად გადაწყვეტილიყო.

ქართველმა მეზღვაურებმა გენადი კომახიძემ და რომან კაკალაძემ გამოხატეს თავიანთი მადლიერება და სიხარული სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით – „გვინდა მადლობა მოგიხადოთ იმისათვის, რომ გვაქვს საშუალება ნიკოლოზობის დღესასწაულს შევხვდეთ ჩვენ სახლებში, ჩვენ ოჯახებთან ერთად“ – აღნიშნეს მათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0