დავით ზალკალიანი საქართველოში შრი-ლანკის ელჩს შეხვდა

27/05/2019

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქ. ანკარა) პაკირ მოჰიდინ ამზა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ასრულებს თავის მოღვაწეობას საქართველოში ელჩის რანგში. შეხვედრის დროს განხილული იქნა საქართველოსა და შრი-ლანკას შორის ორმხვრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა. აქვე, ხაზი გაესვა რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას თანამშრომლობის განვითარების არსებული პოტენციალის ამოქმედებისთვის. ამ კონტექსტში, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მიმდინარე წელს უმასპინძლოს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკურ კონსულტაციების მეორე რაუნდს მინისტრების მოადგილეების დონეზე ქ. თბილისში. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პაკირ მოჰიდინ ამზას საქართველო-შრი-ლანკის ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში წარმატებით გაგრძელდება. მინისტრმა შრი-ლანკის ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0