დავით ზალკალიანი მონაწილეობს UNHRC-ს 36-ე სესიის მუშაობაში

26/09/2017

26-28 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მონაწილეობას იღებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში. ვიზიტის ფარგლებში, 26 სექტემბერს, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილესთან ქეით გილმორთან. მინისტრის პირველმა მოადგილემ უმაღლესი კომისრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. 28 სექტემბერს დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, სადაც განიხილება 2017 წლის მარტში მიღებული რეზოლუციის შესაბამისად უმაღლესი კომისრის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0