დავით ზალკალიანი მაკკეინის ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

11/09/2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მაკკეინის ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს და ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერს შეხვდა.
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო კონფერენციის – „მსოფლიო თავდაყირა 2018“ – ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

განხილული იქნა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. კერძოდ, საუბარი შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებს, ისევე როგორც ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებსა და სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან – თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების

Tweet about this on TwitterShare on Facebook0