ერისთავების სასახლე დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ დაათვალიერეს.
დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში, დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. სრულად რეაბილიტირდება სასახლის სახურავი, ჩრდილო-აღმოსავლეთი აივნები და გადაიხურება პატარა მარანი.
რეაბილიტაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აფინანსებს. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
ცნობილი საზოგადო მოღვაწეების, მამა-შვილის, დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი 1958 წელს დაარსდა. მუზეუმი განთავსებულია XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ერისთავების მიერ აშენებულ მემორიალურ სახლში. მუზეუმში დაცულია დავით და გიორგი ერისთავების მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტომასალები და დოკუმენტური მასალები. შენობა სამსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვით
დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო
12/09/2016