დღეს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს რეფორმასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური და ტექნიკური დეტალები. კერძოდ, ისეთი პრაქტიკული საკითხები: თუ როგორ განისაზღვრება საპენსიო ანარიცხების გამოანგარიშების ფორმულა, რა ვადაში და სხვა. როგორც ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნა, ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საპენსიო რეფორმა დაიწყოს და წარმატებით განხორციელდეს. მისი თქმით, რეფორმა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
25/12/2018