დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალსადენის ახალი ქსელი,

05/01/2024

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ტენდერი გამოცხადდა ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებზე. წინადადებების მიღება 31 იანვარს დაიწყება და 5 თებერვალს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 45 მილიონ ლარზე მეტია, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ამ ეტაპზე, სენაკის მოსახლეობის მხოლოდ 30% სარგებლობს უწყვეტი წყალმომარაგებით, დანარჩენ ნაწილს წყალი 18 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. ნაწილობრივ ამორტიზებულია წყლის ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციას საჭიროებს. დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალსადენის ახალი ქსელი, მაგისტრალური მილსადენი, ჭაბურღილები, საქლორატორო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ რეზერვუარს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ სენაკის, სოფლებს — ნოსირს, შუა ნოსირს, მეორე ნოსირს, ახალსოფელს, საბესელიოს, საკილასონიოსა და საოდიშარიოს მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0