დაბა ფასანაურში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დაიწყო

17/06/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა იოსებ ღარიბაშვილმა, დაბა ფასანაურში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის პროცესი მოინახულეს.

“აღნიშნული ცენტრი ნადიბაიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენდება და აღნიშნული სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს’ – განაცხადა გიორგი თანიაშვილმა.

პროექტის ღირებულება 149 896 ლარს შეადგენს, ხოლო შემსრულებელ კომპანიას შპს “მარდი” წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0