ფონდი „ქართუ“-ს კიდევ ერთი საჩუქარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღია. 120 ბავშვზე გათვლილი შენობა, დაბა ურეკში ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებით აშენდა და ის ასოციაცაია „ატუმ“ შეასრულა. შენობა აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, სამზარეულოთი, ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, წყალგამწმენდი, ხანძარსაწინააღმდეგო და გათბობის სისტემებით.
საბავშვო ბაღში, ამჯერად 4 სააღმზრდელო ჯგუფში ასი ბავშვია დარეგისტრირებული, სააღმზრდელო პროცესი დღეს დაიწყო.
„ვულოცავ ურეკს, მუნიციპალიტეტს ამ ახალ შენაძენს. ეს არის ის კეთილი საქმე, რომელიც მომავალი თაობის სრულფასოვან აღზრდას, განვითარებას უწყობს ხელს. მადლობა ამისთვის ფონდ „ქართუს“.- აღნიშნა საკრებულოს თვამჯდომარემ დავით დარჩიამ.