დაბა სურამში ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასასრულს უახლოვდება

04/06/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასასრულს უახლოვდება. პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, ფიროსმანის ქუჩის მოასფალტების სამუშაოების ღირებულება 342 428 ლარს შეადგენს და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები, რაც სტიქიის პრევენციისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. დაბა სურამში, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0