ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი. მათი განმარტებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 1296 939 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად, გათვალისწინებულია ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. მშვიდობის ქუჩის მოწყობა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას.
დაბა სურამში მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება
09/07/2020