დაბა სურამში თაყაიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

16/05/2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. კერძოდ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით თაყაიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება, რომლის ფარგლებშიც დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება 200 000 ლარამდეა განსაზღვრული და მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი გაეცნო და აღნიშნა, რომ მალე დაბა სურამში არაერთი ქუჩა სრულად იქნება რეაბილიტირებული, ეს კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ადგილობრივების, ისე დამსვენებლების პირობებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0