დაბა სურამში გზების მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

02/06/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გზების მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმა. მათი განმარტებით, მშვიდობის ქუჩის მოასფალტების სამუშაოების ღირებულება 1296 939 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება, ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები და ტურისტული ინფრასტრუქტურა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0