დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში, დასრულდა სანიაღვრე კანალიზაციის ქსელის მოწყობითი სამუშაოები,რომელიც უზრუნველყოფს შემდგომში სანიაღვრე სისტემის გამართულ მუშაობას. მოძველებული სანიაღვრე სისტემა წლების განმავლობაში მწყობრიდან იყო გამოსული და წყალი გზის სავალ ნაწილზე გროვდებოდა, რაც ხელს უშლიდა მოსახლეობის და ტრანსპორტის გადაადგილებას. აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა კომპანია შ.პ.ს „ ჯ.ს.ბ. საქართველო“.
დაბა ჟინვალში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დასრულდა
15/06/2018