ნარუჯის ტერიტორიულ ერთეულში ცენტრალური და შიდა გზების დაზიანებული მონაკვეთების მოხრეშვა-დაგრეიდერება მიმდინარეობს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაბა ნარუჯაში გამგებლის წარმომადგენელთან – ზვიად მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ მუნიციპალური ტექნიკა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 28-ვე თემში გზების მოხრეშვით სამუშაოებს ახორციელებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 76 000 ლარი, რომელიც ყველა სოფელზე გადანაწილდა, პროექტი სანიაღვრე არხების გაწმენდასაც გულისხმობს “- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
ნარუჯის გზის რეაბილიტაციის შემდეგ ტექნიკა სხვა სოფლებშიც გადაინაცვლებს.
დაბა ნარუჯაში გზების მოხრეშვითი სამუშაოები დაიწყო
01/09/2016