დაბა ნარუჯაში ბეტონის გზები დაიგო

23/08/2016

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
დაბა ნარუჯაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე დაესწრო.
წელს სოფლის პროგრამით დაბა ნარუჯას 44 170 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხის ფარგლებში დასრულდა ბეტონის გზების მოწყობა რამდენიმე უბანში. დასრულებულია გარე განათების სისტემის მონტაჟიც.
ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაბა ნარუჯაში შიდა გზების მოხრეშვითი სამუშაოები განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0