დაბა ლაითურში საცხოვრებელი კორპუსები გადაიხურა

13/10/2016

დაბა ლაითურში სტიქიის შედეგად დაზიანებული 3 საცხოვრებელი კორპუსი გადაიხურა. დასრულებული სამუშაო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „აქ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი საერთო საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობს. დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო ისინი წლების მანძილზე რთულ პირობებში ცხოვრობდნენ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ეტაპობრივად მოვაგვაროთ მათი პრობლემები. გადავხურეთ საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობა. ვიწყებთ წყლის პროექტს, მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოები. ამ მიმართულებით სამუშაოების ტემპი არ დავარდება,“- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ. დაბა ლაითურში ბოლო 1 წლის განმავლობაში 40 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი და 10 კერძო სახლი გადაიხურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0