ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა გუდაურში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.ამ დროისთვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. პროექტის მიმდინარეობა მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად დაათვალიერა. ბაღი 35 აღსაზრდელზეა გათვლილი. აღსანიშმნავია,რომ ამ დრომდე, გუდაურში მცხოვრებ მოსახლეობას სააღმზრდელო დაწესებულება არასდროს ჰქონია.
დაბა გუდაურში ახალი ბაღის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
03/07/2020