გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში “დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის” საკოორდინაციო კომიტეტის სხდომა გაიმართა. მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მმართველი საბჭოსა და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, “დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის” (LEDS) მომზადების საკვანძო საკითხები და კლიმატის ცვლილების სფეროში არსებული გამოწვევები განიხილა. დოკუმენტი USAID-ის მხარდაჭერით მზადდება და წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ სტრატეგიას კლიმატის ცვლილების გლობალური საფრთხის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 2017-2030 წლების პერიოდისთვის. LEDS-ის შემუშავებით ქვეყანა წარმოადგენს პრიორიტეტულ სფეროებს, სადაც განისაზღვრება კლიმატ-გონივრული ტექნოლოგიებისა და ღონისძიებების გატარება. სტრატეგიაზე მუშაობა დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბერში. LEDS-ის მომზადებაში ჩართულნი არიან სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტექნიკური ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროთა წარმომადგენლებმა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის განხილვა გაიმართა
24/02/2017