გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა შეუძლებელია

01/04/2016

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ გავრცელებული კადრებით რაიმეს გარკვევა და იდენტიფიცრება შეუძლებელია.
ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მოხდა თუ არა გუშინ პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი კადრების გავრცელება.
“გუშინ გავრცელებულ კადრებს რაც შეეხება, იმ კადრებით იდენტიფიცირება – არის თუ არა ეს რომელიმე პირი, ან ვინ არის ამ კადრებზე ასახული ან არის თუ არა რომელიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ამ კადრებზე – შეუძლებელია, იმიტომ რომ იმ ვიდეოთი რაიმეს გარკვევა შეუძლებელია. ჩვენ ვრეაგირებთ ნებისმიერ ფაქტზე, რომელიც რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველი შეიძლება იყოს”, – განაცხადა ვასაძემ.
ამასთან, იგი ვერ აკონკრეტებს, რა ტექნიკური საშუალებით მოხდა ვიდეოების ატვირთვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0