გურჯაანში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.ქალაქის მთავარ გამზირზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კვების სივრცე, თოვლის პაპას ფოსტა და ელფების სახელოსნო. ღონისძიებები მოსიარულე ორკესტრის მსვლელობით გაიხსნა. Პატარებისთვის გაიმართა ანიმატორების საბავშვო პროგრამა, მოეწყო ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა და ბავშვების შეხვედრა თოვლის პაპასთან. ახალი წლის დღეები გურჯაანში ანსამბლი „შვიდკაცაᲡ“, ბენდი „გუფი ლენდის“ გრანდიოზული კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
გურჯაანში, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
06/01/2024