გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დააბრძანეს

11/10/2017

გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები დააბრძანეს. სამი დღის განმავლობაში, გურჯაანელ მრევლს საშუალება ჰქონდა, სიწმინდეები მოელოცა. დღეს დედოფლის წმინდა ნაწილები გურჯაანიდან საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში წააბრძანეს. გურჯაანში იმყოფებოდა ინდოელი არქეოლოგი ნიზამუდინ ზაჰერი, რომელმაც დედოფლის ნეშტი აღმოაჩინა. წმინდა ნაწილების გადაბრძანებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალქსანდრე ყვირალაშვილი დაესწრო.
კახეთის დედოფლის მინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს და ის ექვსი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დარჩება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0