გურიის სტატისტიკის ბიუროს ბადრი რამიშვილი უხელმძღვანელებს

16/01/2019

გურიის სტატისტიკის ბიუროს ბადრი რამიშვილი უხელმძღვანელებს. ახალი უფროსის წარდგენა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი, სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი ბორის ეზუგბაია, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სტატისტიკის ბიუროს თანამშრომლები დაესწრნენ.
ბიუროს მთავარი ფუნცქია – მოვალეობა რეგიონის მასშტაბით სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება იქნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0