გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს

Sunday December 2nd, 2018

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კოორდინირებულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ამ დროისთვის სტაბილური ვითარებაა. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მოსახლეობა მარაგდება საჭირო მასალით. ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემები აღმოფხვრილია. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე რჩება, შექმნილი საგანგებო შტაბები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში.
დღეს ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებულებთან იმყოფებოდნენ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი ოთარ არევაძე, გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0