რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები ინტენსიურად მიმდინარეობს. საჯარო კონსულტაციები დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ჩატარდა.
სოფელ შრომის მაცხოვრებელთა პრიორიტეტებია:
შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვაკის, ზედუბნის, მოცვნარისა და ორმეთის დასახლებებში შიდა გზების რეაბილიტაცია რკინა-ბეტონის საფარით; მოცვნარში სტადიონის მოწყობა, ხოლო ორმეთში მილხიდის რეაბილიტაცია.
ხრიალეთში – საბავშვო ბაღის წყალმომარაგების მოწესრიგება, შიდა გზების ბეტონის საფარით მოწყობა, სტადიონის კეთილმოწყობა და სასაფლაოს შემოღობვა. მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.